სომხეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ყოფილი სპიკერი, ალენ სიმონიანი, - რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ახლო გარემოცვის წევრია, - სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა.
რუსეთის კრიტიკით გამორჩეული ალენ სიმონიანი აღარ ყოფილა ახალი მოწვევის პარლამენტში, რომელმაც მუშაობა 2026 წლის აგვისტოში დაიწყო.
სპიკერის პოსტზე იგი შეცვალა თავისმა ყოფილმა მოადგილემ, რუბენ რუბინიანმა.
გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებების შესახებ ფაშინიანის მთავრობის საიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.
უსაფრთხოების საბჭოს უკვე ყოფილი მდივანი, არმენ გრიგორიანი ამ პოსტს 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ დღემდე - 8 წლის განმავლობაში - იკავებდა.
ფაშინიანმა 13 აგვისტოსვე განაცხადა, რომ გრიგორიანს კაბინეტში გარკვეული პოსტი შესთავაზა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.
radiotavisupleba ახალი ამბები