პარლამენტის მოქმედი სპიკერი ალენ სიმონიანი, - რომელიც ანტირუსული პოზიციებით გამოირჩევა, - 2021 წლიდან იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.
სპიკერის პოსტისათვის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ შიგნით სამი კანდიდატი იბრძოდა: თავად სიმონიანი, ასევე რუბენ რუბინიანი და ჰაიკ კონჯორიანი.
25 ივნისს ნიკოლ ფაშინიანმა „სამოქალაქო კონტრაქტის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა: „პარტიაში დისკუსიებისა და ფარული კენჭისყრის შედეგად, ეროვნული ასამბლეის სპიკერის კანდიდატის პოსტზე არჩეულია რუბენ რუბინიანი“.
36 წლის რუბენ რუბინიანი ალენ სიმონიანის მოადგილე (პარლამენტის ვიცე-სპიკერი) იყო.
ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ალენ სიმონიანი.
რუბინიანის თქმით, ვიცე-სპიკერებს მომდევნო დღეებში აირჩევენ.
რუბინიანი ამ დრომდე სომხეთს ასევე წარმოადგენდა სომხურ მხარეს თურქეთთან მოლაპარაკებებში.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, დარჩება თუ არა ამ მოლაპარაკებების მწარმოებლად, რუბინიანმა გვიპასუხა: „არ ვიცი, არც მიფიქრია ამაზე, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხუთი წუთის წინ, არ გვქონდა ამაზე საუბრის დრო“.
ახალ სპიკერს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სესიაზე აირჩევენ.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·