მედია Denník N-ის ინფორმაციით, საიტზე AirNav.Radar გამოქვეყნდა მარშრუტი, რომლითაც სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო და სხვა პოლიტიკოსები 9 მაისისთვის მოსკოვში ჩავლენ. მათი თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცესაც გადაკვეთს.
AirNav-ის ვებგვერდის მონაცემებით, სლოვაკეთის სამთავრობო სპეციალური რეისი ბრატისლავიდან, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15:00 საათზე გაფრინდება და რუსეთის დედაქალაქში უნგრეთის, რუმინეთის, შავი ზღვის, საქართველოსა და შემდეგ დაღესტნის გავლით ჩაფრინდება.
თვითმფრინავი რუსეთში პირდაპირი რეისით ვერ ჩადის, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 7 მაისს ფიცოს მოსკოვში გამგზავრებისთვის თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.
ამიტომ, არსებული აერონავიგაციის მარშრუტის მიხედვით, რეისი რუსეთში ჩასასვლელად ალტერნატიულ გზას იყენებს, რაც საქართველოს გავლასაც მოიცავს.