სკვერში 14 წლის გოგოს რკინის საქანელა დაეცა – მას თავისა და ხერხემლის დაზიანებები აქვს

3 hours ago 3

ლოტკინის დასახლებში მდებარე სკვერში 14 წლის გოგოს სარწეველა საქანელას რკინის კონსტრუქცია დაეცა.

კიშინიოვის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, სკოლის მისწავლე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას

დაზიანებები თავისა და ხერხემლის არეში აღენიშნება.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

,,თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და  წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა.

ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას. 

მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს.”- წერია მერიის განცხადებაში.

ერთ-ერთი ადგილობრივი “პირველებს” ეუბნება, რომ მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება:

,,მაღაზიიდან გამოვედი და იმ დროს გადაბრუნდა ეს საქანელა. აქ იყო ჩვეულებრივი სარწეველა, წინ იყო სკამი. ზედა მხარე მოხვდა, ზედ თმებიც კი ეკიდა. ძალიან მძიმედ არის ეს ბავშვი, კომაშიაო. ნაძალადევიდან, ქვემოდან იყო ამოსული… უბედურება მოხდა”. 

14 წლის გოგო “ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალში”, რეანიმაციულ ბლოკშია მოთავსებული.

წყარო: tv პირველი

სრულად წაკითხვა