საქართველოში სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, რიკოთის და კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალები, სერიოზული საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრმა ბესო დონაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
დონაძის თქმით, ზედამხედველმა კომპანიამ „ეგის ინტერნეიშენალმა“ ყალბი დოკუმენტებით დაადასტურა, რომ მილიარდიანი პროექტები დასრულებული და ხარისხიანად იყო გაკეთებული, მაშინ როცა გზები და ხიდები ინგრევა.
ბრიფინგზე ასევე ხაზგასმით ითქვა, რომ პროექტებში ჩართულ კომპანიებში ფიგურირებენ გზების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები, რაც სისტემურ კორუფციასა და ასეულობით მილიონი ლარის მითვისებაზე მიუთითებს.
დღეს საზოგადოებას ვაუწყებთ მნიშვნელოვან საფრთხეს, რომელიც უკავშრდება ქვეყნისთვის ორ სტრარტეგიულ ობიექტს. ეს არის რიკოთის და კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალი.
სუსმა უკვე ორჯერ დააკავა სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები უხარისხო გზებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო. ორივე შემთხვევაში ზედამხედველ კომპანიად ფიგურირებს “ეგის ინტერნეიშენალი”, რომელმაც ყალბი დოკუემნტაციით დაადასტურა, თითქოს სამუშაოები სრულად და ხარისხიანად იყო შესრულებული.
ჩვენი გამოძიებით ირკვევა, რომ სწორედ კომოპანია “ეგის ინტერნეიშენალი” ზედამხედველობდა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, რომლის ღირებულება არის 1 მლრდ-ი ლარი. ასევე აღნიშნული კომპანია ზედამხედველობდა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მონაკვეთს.
სამ შემთხვევაში “ეგის ინტერნეიშენალის” მიერ განხორციელებული ყალბი დოკუემნტაციის ჩაბარება, დამდგარია ცუდი შედეგი. ეს არის ქუთაისი-ალპანა-მამისონი, ონის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ლილო-ნორიოს დამაკავშირებელი გზა და სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი. ეს ბოლო, საერთოდ, დამგრეულია, ხოლო საფრთხის ქვეშ დგას თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 63 მლნ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალი და ასევე რიკოთზე უბისა-შორაპნის მონაკვეთი, რომლის ღირებულებაა 1 მლრდ-ი.
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მონაკვეთზე სამუშაოები შეასრულა კომპანია “ნიუ როუდმა”, რომლის მეპატრონე, დავით ჟღენტი არის უკვე დაკავებული ლილო-ნორიოს მონაკვეთის შემსრულებელი კომპანიის, “გურია ენერჯის” დირექტორის. აღნიშნულ კომპანიაში 50%-იანი წილი ეკუთვნის გზების დეპარტამენტის ყოფილ მოადგილეს გივი ჩოჩიას და ასევე აღნიშნულ კომპანიაში ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებს გზების დეპარტამენტის შესყიდვების ყოფილი ხელმძღვანელი სოფიკო ცხოიძე.
აღნიშნულმა კომპანიამ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მონაკვეთზე ტენდერით გათვალისწინებული ბეტონის საფარის მაგივრად, დააგეს ასფალტის საფარი, სადაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მოგება ნახეს.
ყველა ეს ფაქტი გულისხმობს იმას, რომ ჩვენს გზებზე არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. საფრთხის ქვეშ არის ყველა ის ობიექტი, რომელსაც ზედამხედველობდა “ეგის ინტერნეიშენალი”. ამიტომ, გამოსავალი არის ერთი, რომ რაც შეიძლება სასწრაფოდ მოწვეული იქნას საერთაშორისო კომპანია, რომელიც შეისწავლის ყველა იმ ობიექტს, რომელ ობიექტსაც ზედამხედველობდა “ეგის ინტერნეიშენალი” და რომელ ობიექტზეც განახორციელეს სამუშაოებია კომპანია “ნიუ როუდმა”, “გურია ენერჯიმ”, “ჯეო გრუპმა” და “ბიბი ტრანსმა”. მათ მიერ განხორციელებულ ყველა პროექტს აქვს ხარვეზი. მათ მიერ განხორციელებული ყველა პროექტი არის საფრთხის შემცველი და აღნიშნულ მაგისტრალებზე გადაადგილება არის სიცოცხლისთვის საშიში.
ასევე, ამ დოკუმენტაციით, ძალიან დიდი რაოდენობის, ასეულობით ლარის მითვისება მოხდა ამ კომპანიებისა და “ეგის ინტერნეიშენალის” მიერ, – განაცხადა ბესო დონაძემ.