სიცოცხლის დაბრუნება პარალიზებულ სხეულში – მედიცინის სასწაული ტოკიოში!
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ტოკიოში ჩატარებულმა ღეროვანი უჯრედების ექსპერიმენტმა მსოფლიო შოკში ჩააგდო:
პაციენტი, რომელიც ხერხემლის მძიმე დაზიანების შემდეგ სრულად პარალიზებული იყო (AIS A კატეგორია – არც მოძრაობა, არც შეგრძნება), დღეს უკვე დამოუკიდებლად დგება ფეხზე და სწავლობს სიარულს!
Keio University-ის პროფესორმა ჰიდეუიუკი ოკანომ გამოიყენა ინოვაციური მეთოდი – ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები (iPS cells), რომლებიც მოზრდილი ადამიანის უჯრედებისგან გენეტიკურად ხელახლა დაპროგრამებულია.
პაციენტებს მიეღოთ 2 მილიონი ღეროვანი უჯრედი უშუალოდ ხერხემლის დაზიანებულ მონაკვეთში
მკურნალობამ არ გამოიწვია სერიოზული გართულებები ერთი წლის განმავლობაში
ოთხიდან ერთ პაციენტს აღუდგა ფუნქცია – ახლა დგას და გადაადგილებას სწავლობს
რას ნიშნავს ეს მედიცინისთვის?
• ეს არის ისტორიული ნაბიჯი პარალიზის მკურნალობაში
• ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგია ცვლის დამოკიდებულებას ხერხემლის დაზიანების მიმართ
• კვლევა ჯერ მცირე მასშტაბისაა, მაგრამ შედეგები იმედისმომცემია
რას გვასწავლის ეს საქართველოში?
სამწუხაროდ, საქართველოში:
არ არსებობს რეგისტრირებული ღეროვანი უჯრედების კლინიკური პროტოკოლები
არც რეგულაცია, არც სამეცნიერო კვლევა, არც შესაბამისი ცენტრები
პაციენტებს (მათ შორის – ტრავმირებულ ახალგაზრდებს) მხოლოდ იმედი რჩებათ
ინფორმაციის დეფიციტია და სერვისებზე წვდომა – არათანაბარი
ასეთი მკურნალობის დანერგვა შეუძლებელია სუსტი ჯანდაცვის პირობებში.
საჭიროა:
თანამედროვე კვლევის ცენტრები
- საერთაშორისო პარტნიორობა
- კლინიკები, რომლებიც აკრედიტებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტებით, როგორიცაა Accreditation Canada
- პაციენტის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული რეგულაციები და გრძელვადიანი მონიტორინგი
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„დღეს პარალიზის დიაგნოზი აღარ ნიშნავს სიცოცხლის დასასრულს. მაგრამ ეს იმ ქვეყანაშია, სადაც მეცნიერება, კლინიკური კვლევა და ხარისხიანი კლინიკები არსებობს. საქართველომ თუ არ გადაიდგა ნაბიჯი ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაციისკენ და საერთაშორისო აკრედიტაციის გზით სტანდარტების დანერგვისკენ – ჩვენი პაციენტები მსგავს შესაძლებლობებზე მხოლოდ უცხოურ სტატიებში წაიკითხავენ. დროა, სერიოზულად დავფიქრდეთ — ვის მხარეს გვინდა ვიყოთ: პროგრესის თუ მოლოდინის?“
Nature Asia – Keio University Spinal Cord Stem Cell Trial
Griffith University – James St. John on Regenerative Neuroscience
ASIA Impairment Scale – American Spinal Injury Association
Accreditation Canada – Excellence in Complex Care
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. ის არის WHO-ს კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.