სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების ოდენობა იცვლება. “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტით, ჯარიმები უფრო დიფერენცირებული ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენით გადააჭარბებს მძღოლი დადგენილ ნორმას.
კანონპრეოქტის იდეა ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
“მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ზე გადაჭარბება, ისჯება ჯარიმით, 100 ლარის ოდენობით. ხოლო, 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქრით გადაჭარბება ჯარიმით, 300 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქიცების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული. კერძოდ, 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით. 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება 100 ლარის ოდენობის ჯარიმა. 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებს, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება მაღალი სანქცია, 300 ლარის ოდენობით.
ეს მიდგომა უზრუველყოფს სამართალდარღევის სიმძიმისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობას, ხოლო მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედებისთვის, კერძოდ, 50 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მკაცრი სანქცია ძალაში რჩება”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·