"სიყალბე და მიუღებელი ბრალდებაა" - მოტა იუვენტუსზე ნაწყენია

4 months ago 50

იუვენტუსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა 42 წლის ტიაგო მოტამ გუნდიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"იუვენტუსმა არ მომცა საკმარისი დრო ჩემი პროექტის განსავითარებლად. ამბობენ, რომ ფეხბურთელები ჩემი დარჩენის წინააღმდეგი იყვნენ, რაც სიყალბე და მიუღებელია", - განაცხადა მოტამ.

ცნობისთვის, მოტას თავკაცობით იუვენტუსმა 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 18 მოიგო, 16 ფრე ითამაშა და 8 წააგო, რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, ის 65:46-ზე იყო.

სრულად წაკითხვა