შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, ქალაქ ვალენსიაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. უწყება ამბობს, ჯგუფის მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.
შსს ამბობს, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ბინის ქურდობა, ფულის გათეთრება და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ესპანეთის ტერიტორიაზე სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ისინი არჩევდნენ ისეთ სახლებს, სადაც მეპატრონეები არ იმყოფებოდნენ, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით უკანონოდ შედიოდნენ და ეუფლებოდნენ ძვირადღირებულ ნივთებსა და თანხას.
სამართალდამცველების მიერ დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, დიდი ოდენობით ფული და დანაშაულის ჩასადენად საჭირო სპეციალური ხელსაწყოები“, – წერია განცხადებაში.

53 minutes ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·