,,სიმღერის შესრულებისთანავე, დედა ჰაერს ვერ ვსუნთქავო…“ – საშინელი ტრაგედია დატრიალდა

5 hours ago 5

ბაბუა შვილიშვილზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“ტელეფონმა დარეკა. მეუღლე იყო.ავთუკა სკოლაში ცუდად გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთო.რომ მოხვალ მაშინ გეტყვიო. საავადმყოფოში რომ მივედი კატეს ოთახში ჰყავდათ.

მითხრეს; მუსიკის მასწავლებელი ღონისძიებისთვის ამღერებდა. ჩვენც იქ ვიყავით. ქეთი ვიდეოს უღებდა სიმღერის დასრულებისთანავე ბავშვი გარბის დედასთან და ეუბნება დედა ჰაერს ვერ ვსუნთქავ და თავში ხელები მოიჭირაო.

ქეთიმ სასწრაფოდ ხელში აყვანილი მიიყვანა მანქანასთან. მე კალთაში ჩავისვი. 5 წუთში აქ ვიყავითო. გათიშვის წინ დედა დაიძახაო. ამასობაში კატეს ოთახიდან გამოიყვანეს. ექიმს ვკითხე; მე ბავშვის ბაბუა ვარ მითხარით რა სჭირს ბავშვს მეთქი.

კატემ აჩვენა რომ თავში 70 მლ სისხლჩაქცევა აქვსო. სასწრაფოდ გადასაყვანი და საოპერაციო არისო. წარმოუდგენელი რამ მითხრა. 8 წლის ბავშვის თავში სისხლის ჩაქცევა გაგონილიც არ მქონდა.გავშტერდი.გავშეშდი. ჭკუა და გონება ამერია. ვერაფერს ვფიქრობდი. ის ვთქვი თბილისში წამაყვანინეთ ხარჯებს მე დავფარავ მეთქი. მითხრეს; უკვე კატასტროფის ცენტრმა ყველაფერი იცის და ისინი იღებენ მისი გადაყვანის გადაწყვეტილებასო.

სანამ რეანიმობილი მოვიდოდა, სანამ გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სანამ ოპერაციის გაკეთებაზე 0%-იანი გარანტიით ხელს მოვაწერდით, სავარაუდოდ 6 საათამდე დროც გავიდა.ოპერაციის დაწყებამდე ქირურგიული მა გვითხრა;იმდენად მძიმე შემთხვევაა რომ ცენტრიდან მითხრეს უფლება გაქვს უარი თქვა ოპერაციის გაკეთებაზეო. მეც მყავს შვილები. კარგად მესმის თქვენი. თუ ოპერაცია არ გაკეთდება ერთ ან საათ ნახევარში გული გაუჩერდებაო.

ძალიან ჩქარობდა.ოპერაციის დასრულების შემდეგ გვითხრეს მდგომარეობის სიმძიმეზე და არანაირ იმედზე.მიუხედავად ექიმების უიმედო პასუხების, ჩვენ იმედს მაინც არ ვკარგავდით.თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჟანგბადის მიწოდება,ტემპერატურა,გულისცემა,სატურაცია, მოგვიანებით საკვებთან იღებდა. მაგრამ 82 დღის შემდეგ უცებ სატურაცია დაეცა და გულიც გაჩერდა.

ასე დასრულდა ჩემი ოჯახის დიდი სიხარულის, მომავლის იმედის,ძალიან სხარტის, უჭკვიანესი და უსაყვარლესი ათუკას სიცოცხლე.ის წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან. ეს ამბავი ქვემეხივით გავარდა.ვინ არ მოდიოდა,ყველა წუხდა, ყველას ეცოდებოდა და ენანებოდა ჩემი ანგელოზი ბაბუკი. ყველას უნდოდა გვერდით დგომა და დახმარება რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველას.მადლობა იმ ბიჭებს ვინც სისხლი გაიღო და სისხლის ბანკს ჩააბარა.მადლობა იმათ ვინც მეხმარებოდა გადასასხმელი სითხის ჰემოსოლის ძიებაში, რომელიც საქართველოს აფთიაქებში არ არის და სასომხეთიდან გვიწევდა რამდენიმე ცალობით შემოტანა.მადლობა ტრეილერის მძღოლებს რომლებიც სასომხეთში აფთიაქებში ეძებდნენ ამ სითხეს და მაწვდენდნენ.მადლობა ექიმებს ქირურგ რეზოს და მკურნალ ექიმ ანას რომლებიც იბრძოდნენ ჩემ ბაბუკას გადასარჩენად.მადლობა ექთნებს ზრუნვისა და მოვლა პატრონობისათვის.მადლობა ყველას და ყველას წუხილისათვის, თანაგრძნობისათვის, ჩემი ანგელოზი ბაბუკას უკანასკნელ გზაზე გაცილებისათვის.” – წერს ბაბუა და ვიდეოს ავრცელებს.

სრულად წაკითხვა