"სიმართლე უნდა ითქვას" - ლიონის ცნობილმა ვეტერანმა მიქაუტაძე გააკრიტიკა

1 month ago 12

ლიონის ყოფილი ფორვარდი, სიდნი გოვუ L'equipe-სთან კომენტარს გიორგი მიქაუტაძის შესახებ აკეთებს.

გოვუს მიაჩნია, რომ ქართველი ფორვარდის შეცვლა შეუძლებელი არ იქნება:

სიმართლე უნდა ითქვას, რომ გიორგი მიქაუტაძე უფრო იოლად შეიცვლება, ვიდრე მალიკ ფოფანა, რომლის გაყიდვაზეც ასევე იყო მსჯელობა. გარდა ამისა, მომეჩვენა, რომ ლიონის ბოლო თამაშში გიორგი არ იყო გუნდთან ადაპტირებული.

- ამბობს გოვუ.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი მზადაა, რომ მიქაუტაძემ კარიერა ვილიარეალში გააგრძელოს და ამით, თავის საყვარელ კლუბ ლიონს ფინანსური პრობლემები მოუგვაროს.

სრულად წაკითხვა