სიკვდილისგან გადარჩენილი – მორიგი სირცხვილი ქართულ ჯანდაცვაში
დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და WHO-ს ექსპერტი
„მეოთხე სტადიის მელანომა და მესამე სტადიის სწორი ნაწლავის სიმსივნე — არცერთი არ დაუდასტურდა…“
- ეს არის ერთი ქალის გადარჩენილი ისტორია. და ასევე — ჩვენი სისტემის მორიგი ჩამონგრეული კედელი.
საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში მიიყვანეს ქართველი ქალი, რომელსაც საქართველოში და თურქეთში ათწლეულობით მკურნალობდნენ მძიმე ონკოლოგიური დიაგნოზებით. აღმოჩნდა, რომ მას არც მელანომა ჰქონდა და არც ნაწლავის კიბო — მხოლოდ კუჭ-ნაწლავის უწყინარი პოლიპები.
ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არაა. ეს — სისტემაა. და ეს სისტემა კლავს.
1. არაა ხარისხის კონტროლი — შედეგია დეზინფორმაცია და გაკოტრებული ოჯახები
საქართველოში დღემდე არ არსებობს ერთიანი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სავალდებულო ხარისხის კონტროლის სისტემა, რომელიც პაციენტის დიაგნოზს, მკურნალობასა და პროცესის სამართლიანობას გარანტირებულად დაადგენდა. დიაგნოზი ხშირად დგინდება არასრული კვლევებით, დაუდასტურებელი ან გადაჭარბებული ინტერპრეტაციით.
შედეგი?
• პაციენტები თავს ხარჯავენ უაზროდ,
• ოჯახის წევრები გაყიდულ სახლ-კარსა და ავტოებს,
• ხოლო ზოგი… ვერ ასწრებს პარიზში ჩასვლას და ნამდვილად იღუპება.
საქართველოში სავალდებულოა ჯანდაცვის დაწესებულებების აკრედიტაცია — მაგრამ რეალურად უმრავლესობა მხოლოდ ფურცელზე.
2. ექიმის განათლება მთავრდება უნივერსიტეტით – და ეს არის უდიდესი შეცდომა
თანამედროვე მედიცინა ყოველდღე იცვლება. დიაგნოსტიკა, ონკოლოგია, პათომორფოლოგია — ეს დარგები მექანიკურად წინ მიდის. ხოლო ჩვენთან?
• უწყვეტი სამედიცინო განათლება რეალურად არ არსებობს.
• ვერცერთი კლინიკა ვერ ამტკიცებს, რომ ექიმების 100% ყოველწლიურად გადის CME-ს (Continuing Medical Education).
• ბევრი ექიმი უბრალოდ რჩება იმ ცოდნაზე, რაც 10–15 წლის წინ მიიღო.
და როცა ასეთი ექიმი ასეთ პაციენტს ნახავს, რომელიც დაზიანებულია, მის “გონებაში” მხოლოდ მელანომა ჩნდება — რადგან უახლეს მონაცემებზე არ აქვს წვდომა და არც არავინ ამოწმებს.
3. სად არიან აკრედიტაციის ძლიერი ორგანიზაციები? რატომ ვუშვებთ პაციენტების გაწირვას?
ჩვენი კლინიკები ხშირად იბრალებენ, რომ “აკრედიტებულები” არიან, მაგრამ ვინ აკრედიტებს? KTQ? შიდა კომისია? ბებო მარო?!
ნამდვილი აკრედიტაცია არსებობს მხოლოდ საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან:
• Accreditation Canada (აკრედიტაცია კანადა)
• HAS – Haute Autorité de Santé (საფრანგეთი)
• და სხვები, რომელთაც აქვთ მკაფიო სტანდარტები, შეფასების გამჭვირვალე პროცესი და რეალური რისკების შესწავლა.
მხოლოდ ასეთი ორგანიზაციები და მათი დახმარებით შექმნილი ეროვნული აკრედიტაციის სისტემა იხსნის ჩვენთან მომავალში სხვებს ამ გაწირვისგან.
1. სავალდებულო ხდება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული აკრედიტაცია ყველა კლინიკისთვის.
2. მინიმუმ წელიწადში ერთხელ ყველა ექიმს უნდა გაევალოს ცოდნის განახლება (მინიმუმ 50 საათი). ეს უნდა გახდეს რეგულირებული და შემოწმებადი.
3. პაციენტის უფლებები უნდა გახდეს დაცული არა ფეისბუქით, არამედ სისტემით.
4. უნდა შეიქმნას პაციენტთა უფლებების დაცვის საბჭო, რომელიც კონკრეტულ საქმეებს შეისწავლის. ამისი მაგალითები უკვე დავნერგეთ 9 კანადის მიერ აკრედიტირებულ კლინიკაში
5. სამედიცინო შეცდომების განხილვა საცალდებულო იყოს ნამდვილად დამოუკიდებელ დარგობლივ ასოციაციის მიერ და მერე სამართლებრივი გამოძიება გახდეს, როცა საქმე ამ ტიპის შეცდომებს ეხება.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„მე პირადად მინახავს ათობით პაციენტი, რომლებსაც “მელანომა” ჰქონდათ საქართველოში და შემდეგ სხვა ქვეყანაში გაუუქმდათ დიაგნოზი. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ სწორი დიაგნოზი, არამედ სისტემის შეცვლა — სადაც ექიმს ვერ ექნება უფლება დეზინფორმაციით გააძარცვინოს პაციენტი. ქვეყანა, რომელიც სიკვდილით ვაჭრობს, უკვე არ არის ცივილიზებული.“
1. Leluka Lashkhi. Facebook Post. 2025.
5. Georgian Patient Council Initiative – PHIG. 2024.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. პროფესორი ფხაკაძე არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და ასევე HelpAge International-ის ყოფილი რეგიონული მრჩეველი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისთვის.