გიორგი მამარდაშვილისა და არმინ პეჩის შემდეგ, „ლივერპულმა“ მეკარის პოზიცია კიდევ ერთხელ გააძლიერა – გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრედი ვუდმანი შეუერთდა.
ბრიტანელი მეკარე ბოლოს „ნიუკასლ იუნაიტედში“ თამაშობდა და კლუბში კელეჰერის, იაროშის და დევისის წასვლის შემდეგ შეირჩა.
The Times-ის ცნობით, არნე სლოტს თავდაპირველად ალისონისა და მამარდაშვილის შემცვლელად არმინ პეჩი ჰყავდა განიხილული, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ვუდმანზე შეაჩერა.