23-24 ივლისის მიჯნაზე, 00:10 საათისთვის, ელექტროსისტემაში „სასისტემო ავარიულმა გათიშვამ“ „ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია“, - აცხადებს სემეკი.
მთელს საქართველოში - დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში - ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ელექტროენერგია შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც.
01:30 საათისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ პირველი განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ „მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზის დადგენა“, თუმცა მეორე დღის საღამოსთვის ოფიციალური ვერსია კვლავ არ არის ცნობილი.
სემეკმა 24 ივლისს განაცხადა, რომ მან „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ“.
„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე“, - წერია განცხადებაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრომ მალევე განაცხადა, რომ მიზეზი „ენგურჰესზე სისტემური ავარია“ იყო, - თუმცა ქართულ მხარეს ჯერ არაფერი უთქვამს ამაზე.
- 2025 წლის აპრილში, როდესაც თითქმის მთელს ქვეყანაში ჩაქრა დენი, მიზეზი იყო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ ავარიულად გამორთვა;
- მაშინ გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90%-ს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

1 week ago
40







English (US) ·
Georgian (GE) ·