საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ BMG-სთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ სკოლის დაწყების მომენტისთვის ფორმა მხოლოდ პირველკლასელებს ექნებათ.”დაახლოებით ნოემბრის თვეში [ექნებათ ბავშვებს სკოლის ფორმები], როგორც მახსოვს. ჯერ, სექტემბრის თვეში პირველი კლასის ნაწილი იქნება დატვირთული და შემდეგ – პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. დაახლოებით წლის ბოლომდე [ექნებათ ფორმები], ნოემბერ-დეკემბერში” – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმები პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს უნდა ეცვათ. სამინისტრომ კოსტიუმებისთვის, ქვედატანებისა და შარვლებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა და ესკიზი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, შესასყიდი ოდენობა უნდა იყოს გოგოს 292 ათასი პიჯაკი, ბიჭის 308 ათასი პიჯაკი, გოგოს 438 ათასი შარვალი, ბიჭის 616 ათასი შარვალი, 146 ათასი მუხლამდე ქვედაბოლო და 1 000 გრძელი ქვედაბოლო.

6 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·