"სახლში ვეღარ მივდივართ..." - რას წერს ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში

4 months ago 20

ქართველი მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში "ინსტაგრამზე" ყიფშიძის ქუჩაზე არსებული პრობლემის შესახებ წერს და ფოტოს აქვეყნებს.

"ყიფშიძის ქუჩა დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია! ამხელა დასახლებაა და მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს, შესაბამისად 24/7-ზე სულ საცობია! ამას ემატება კიდევ ახალი მშენებლობები! აქ ხალხი რომ გადმოვა, ვეღარ გავივლით! სახლში ვეღარ მივდივართ! ვფიქრობ, მერიას უნდა ჰქონდეს გეგმა, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს.

გზა უნდა გაკეთდეს, რომელიც შეუერთდება ახალ გზას" - წერს ნინი ბადურაშვილი.

სრულად წაკითხვა