იტალიის სერია A-ს დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი და ნაპოლი მეორეადგილოსან ინტერს ამდენივე ქულით უსწრებს.
თუ ანტონიო კონტეს გუნდი ბოლო ტურში კალიარის დაამარცხებს, მაშინ სკუდეტოს ნაპოლი ისტორიაში მეოთხედ მოიგებს.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი უმბერტო კიარიელო ამბობს, რომ ნაპოლიმ საჩემპიონო აღლუმზე ხვიჩა კვარაცხელიას არ უნდა დაუძახოს.
“კალიარი ის გუნდი არ არის, რომ შინ ვერ მოვუგოთ. ნაპოლი ისევ ჩემპიონი გახდება და ხალხს ზეიმის საშუალება მიეცემა. აქვე ნეაპოლელი ხალხის სახელით ვითხოვ, რომ საჩემპიონო აღლუმზე ხვიჩა კვარაცხელიას არ დაუძახონ” - ამბობს კიარიელო.