“საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია” – მიხეილ სააკაშვილი

1 day ago 2

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და კონკრეტულ პარალელებს ავლებს 2003 წელთან დაკავშირებით:

ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ რა ხდება პარტიების ფლანგზე.

ორი პარტია ცდილობს რომ დარჩეს ოლიგარქის ლოიალურ “ოპოზიციად” და გვერდზე გაწიოს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძვიან ივანიშვილის მოსაშორებლად.

ამ ლოიალური პარტიებიდან ერთ-ერთს აქვს ფინანსური ბერკეტები.

ტელევიზიებზე დააკვირდით, რომ ბოლო ხანებში ბევრად უფრო ხშირად ვიდრე ადრე იწვევენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს (რაც მე ძალიან მახარებს) და უსვამენ ერთი და იგივე კითხვებს “იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას მარცხზე”, რა მოხდება თუ 4-ში ყველაფერი არ დამთავრდა”.

თავისთავად ეს ლეგიტიმური კითხვებია, მაგრამ მათი მუდმივი გამეორება ნათლად მეტყველებს რომ “ლოიალურ ოპოზიციას” მთელი გათვლა აქვს საპროტესტო მოძრაობის მარცხზე და კონკურენტი პარტიების დისკრედიტაციაზე. ე.ი. მათ მთელი ფსონი აქვთ დადებული რუსული რეჟიმის დარჩენაზე. რამდენად მორალურია ეს პოზიცია თქვენ თვითონ განსაჯეთ.

საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია.

თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია (ნეპალი, მადაგასკარი, მიმდინარე სერბული პროტესტი) იქნა მოხდენილი ჯენზის მიერ და საქართველოშიც პროტესტის ბირთვი არის ჯენზი და ეს სტიქია ნამდვილად არ გაითვალისწინებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს და ვიწრო ინტერესებს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სრულად წაკითხვა