“საქართველოში მოქმედებს საბანკო კარტელი, რომელიც ივანიშვილის მაფიოზური სინდიკატის შემადგენელი ნაწილია” – მიხეილ სააკაშვილი

1 week ago 7

მიხეილ სააკაშვილი, საბანკო სექტორთან მიმართებაში, მძიმე, სკანდალურ შეფასებებს აკეთებს:

საქართველოში მოქმედებს საბანკო კარტელი, რომელიც ივანიშვილის მაფიოზური სინდიკატის შემადგენელი ნაწილია. როგორც თავის დროზე ივანიშვილი იყო რუსეთში „იმერული მაფიის“ ბანკირი, ზუსტად ასევეა ირაკლი გილაური ივანიშვილის კლანის ღერძი.

გილაურის კლანმა თავი გამოიჩინა იმითაც, რომ აქტიურად ხელს აფათურებს ოპოზიციაშიც. დღესაც ბევრ პოლიტიკოსს ფულს უხდის იმისთვის რომ არ გამოვიდნენ 4 ოქტომბრის აქციაზე. ისევე როგორც მთელი დროს აქტიურად მუშაობდა ოპოზიციური არხების დახურვაზე.

ზოგადად, საბანკო კარტელი ლობირებს რუსულ რეჟიმს ქვეყნის შიგნით და გარეთ და სანაცვლოდ იღებს ზემოგებებს, ხალხის ძარცვის ხარჯზე.

კარტელი ხელოვნურად ინარჩუნებს მაღალ საკრედიტო პროცენტს, ისე რომ მოვალეების უმრავლესობა ძლივს ახერხებს პროცენტის გადახდას და ძირითად ვალს ვერაფერს უხერხებს.

ამ ხალხის ბოგინი უნდა დასრულდეს!” – აცხადებს მიხეილ სააკასვილი.

სრულად წაკითხვა