რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ყველაზე მუსიკალურმა მეგა შოუმ “საქართველოს ხმამ“ აიღო სტარტი.
პროექტში ქართული რეპერტუარი, გემოვნება და უნიკალური ვოკალური მონაცემები ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც მონაწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
ეთერში გასვლის შემდეგ გადაცემამ მაღალი რეიტინგი მოიპოვა და მაყურებლების მაჩვენებელი დღითიდღე მატულობს - რეკორდი მოხსნილია სოციალურ ქსელშიც, კონკურსანტების ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
ლიზი კოტრიკაძე “საქართველოს ხმის“ ერთ-ერთი კონკურსანტია, რომელმაც ჟიურის “ოქროს ბილეთი“ მოიპოვა. ჟიურისთან ერთად ლიზიმ მაყურებლის გულიც დაიპყრო, მისი სიმღერის ვიდეომ სულ რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში რეკორდი მოხსნა და მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
ნახეთ კადრები: