5
დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე:
საქართველოს უმთავრესი პრობლემა გახლავთ ის, რომ მას აღარ ჰყავს ელიტა. აღარც სამხედრო, არც სამეცნიერო, არც კულტურული. არც პოლიტიკური.
ელიტის მთავარი ნიშანი გახლავთ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და ერის მიმართ, რომელიც თაობებშია გამოზრდილი და გენეტიკურად გამყარებული. ჩვენი ელიტა რამდენჯერმე განადგურდა, აღორძინდა და კვლავ განადგურდა რუსეთის საუკუნოვანი ოკუპაციის პირობებში. ახლაც ეს პროცესი მიმდინარეობს, როცა ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მოაზროვნე და სოციალურად აქტიური ნაწილი ქვეყნიდან ან მიდის ან სრულიად კარგავს შესაძლებლობას ჰქონდეს გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ასეთ პირობებში ვერავითარი ელიტა ვერ შეიქმნება. ელიტა კი გახლავთ ის გამწევი ძალა, ლოკომოტივი, რომელსაც დანარჩენი მოსახლეობა მიჰყავს პროგრესის მიმართულებით და რაც მთავარია არის ერის მორალური ორიენტირი.
არსებული ხელისუფლების პირობებში “ივერია ვერ გაბრწყინდება” !

12 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·