“საქართველოს სჭირდება არა ჩვენი შიდა დაპირისპირება, არამედ ძალა, რომელიც გაიმარჯვებს” – პაატა მანჯგალაძე

2 days ago 3

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული პოზიციით და შეთავაზებებით მიმართავს:

მართლა არ მესმის, რას ვერჩით ერთმანეთს: პაატა ბურჭულაძეს, ლევან ხაბეიშვილს, ან ვისაც 4 ოქტომბერი მიაჩნია სწორ თარიღად. არ მოგწონთ 4 ოქტომბერი? თქვენ თქვით უფრო ადრე თარიღი და იქაც მოვალთ.

მაგრამ როგორ შეიძლება ასეთ დროს რაიმე აქტივობა, პროტესტი ან წინააღმდეგობა ზედმეტად მივიჩნიოთ?

კი, შედეგის პროგნოზირება რთულია მაგრამ ერთი რამ მარტივია:

თუ ბევრნი ვიქნებით — უკეთესი შედეგი გვექნება,

თუ ცოტანი — გაგვიჭირდება.

თუ არ შევიკრიბებით — ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის.

ამ გაუთავებელი დაპირისპირებების დრო არ არის. მთავარია ახლა ერთიანობა და ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ.

დროზე დავიწყოთ გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმის განხილვა.

შევთანხმდეთ ამაზე და ეს გაუგებრობებიც დროებით მაინც მოვიშოროთ”, – პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა