საქართველოს საზღვრიდან 24 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

2 months ago 17

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

“სომხეთში მიწისძვრაა, მაგნიტუდა 5.1.

საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრი. დმანისის სამხრეთით.

ეპიცენტი დაახლოებით სპიტაკთანაა, პან-ბაქსევანის რღვევა, პირველადი მონაცემი”, – წერს თეა გოდოლაძე.

სრულად წაკითხვა