
რამდენიმე წყაროს ცნობით, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც შავი ზღვის სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან წარმოდგენილი.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა, პირველად X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისა და შავი ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან და დასძინა: „თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მოწვევა არ გაუგზავნიათ და ქვეყანა მხოლოდ ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი“. საკითხში ჩახედულმა წყარომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ ბოჭორიშვილი არ მიუწვევიათ.
იმავდროულად, „სამოქალაქო საქართველოს“ წყაროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2 ოქტომბერს დანიაში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრაზე მიიწვიეს.
This post is also available in: English
Read Next
23/09/2025 - 15:37
ყაველაშვილი და ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიას ესწრებიან
27/06/2025 - 11:45
ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩს: სანქციების დაწესება მეგობრობას ჩრდილს აყენებს
16/06/2025 - 18:56
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა
29/05/2025 - 11:07
მაკა ბოჭორიშვილი UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
22/05/2025 - 14:35
თბილისში „ანტიამერიკული მთავრობის“ შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხმიანებიან
09/05/2025 - 19:38