საქართველოს რკინიგზას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

2 days ago 2
ლაშა აბაშიძე, "საქართველოს რკინიგზის" ახალი გენერალური დირექტორი. წყარო: BM.Ge

საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭომ ახალ გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე დავით ფერაძე შეცვალა.

აბაშიძე 2015 წელს თბილისის მერის დავით ნარმანიას დროს, ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2014 წლის ივნისში თანამდებობიდან გადადგომამდე, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად მსახურობდა.

დავით ფერაძე „საქართველოს რკინიგზას“ 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. მისი საქმიანობა ნეპოტიზმის ბრალდებების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორის 2017-2018 წლებში მისი ახლო მეგობრის, მამუკა მერკვილაძის დირექტორის მოადგილედ და შემდგომში „GR Logistics & Terminals“-ის დირექტორად დანიშვნის გამო. ადგილობრივი ანტიკორუფციული ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ მთავრობას, გამოეძიებინა ეს ნეპოტიზმის საქმე, თუმცა უშედეგოდ.

ფერაძე ასევე ცნობილი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ახლო კავშირებით. 2007-2011 წლებში ფერაძეს ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ რამდენიმე თანამდებობა ეკავა. მოგვიანებით, 2014 წლიდან 2017 წლამდე, იგი ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მიერ მხარდაჭერილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის, შპს „მტკვარი ჰესის“ დირექტორი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა