საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი განუსაზღვრელი ვადით წყვეტს ფუნქციონირებას

2 days ago 1

14-წლიანი მუშაობის შემდეგ განუსაზღვრელი ვადით წყვეტს ფუნქციონირებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP). ამის შესახებ თავად ორგანიზაცია წერს ფეისბუკგვერდზე.

„შექმნილი პოლიტიკური გარემოებების გამო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) წყვეტს ფუნქციონირებას განუსაზღვრელი ვადით. მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს ბენეფიციარს, დონორს და მეგობრებს რომლებიც მხარს გვიჭერდნენ ბოლო წლების განმავლობაში“, - წერია ორგანიზაციის გვერდზე.

კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ 2011 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანი იყო საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის საქმეში.

2024 წლის გაზაფხულიდან, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „აგენტების კანონი“ და სხვა არაერთი ისეთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაართულა საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, ევროკავშირის ქვეყნებიდან მუდმივად საუბრობდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებებით საქართველო დაშორდა ევროკავშირს.

სრულად წაკითხვა