საქართველოს თაგ-რაგბის გუნდი პარიზიდან ვერცხლის მედლებით ბრუნდება

2 months ago 17

საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა, პარიზის საერთაშორისო თაგ-რაგბის ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

საქართველომ 7-იდან 5 შეხვედრა მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ჩვენი გუნდი მხოლოდ შვეიცარიას ჩამორჩა, რომელმაც ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.

შარშან საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა პარიზის ტურნირი 6 მოგებით და 1 ფრით პირველ ადგილზე დაასრულა. ის ორი წელია არსებობს და ჯერ თამაში არ წაუგია.

პარიზის ტურნირზე ითამაშეს:

გიორგი დიდია, სერგო გვარაძე, გიორგი ტომარაძე, ანზორ ფირუზიშვილი, ნიკოლოზ გარსევანიშვილი, მალხაზ ჩაჩავა, დიტო ხვიჩია, ვახო ჯაფარიძე, ვახო კავთიძე, ლაშა ულარჯიშვილი, ზუკა შენგელია.

rugby.ge

სრულად წაკითხვა