ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა.
პირველი მატჩი საბერძნეთის ნაკრებმა 4:2 მოიგო. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ანასტასია ბუჩუკურმა და ანანო წიქარიძემ გაიტანეს. მეორე შეხვედრა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარა, სტუმრებმა 2:0 მოიგეს.
ორივე მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა.
nakrebi.ge