2026 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთში 50.3 ტონა არაყი გაიტანა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ იუწყება რუსული ТАСС.
“სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-ივნისში რუსეთში არაყის ექსპორტმა 50.3 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულებაც 695.3 ათასი დოლარი იყო. ეს თითქმის ორჯერ აღემატება 2025 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელს. შედარებისთვის, მთელი 2025 წლის განმავლობაში რუსეთმა საქართველოდან 45.3 ტონა არაყი შეიძინა. მანამდე წლის პირველი ნახევრის რეკორდული მაჩვენებელი 2024 წელს დაფიქსირდა და 40.7 ტონას შეადგენდა”, – წერს გამოცემა.
2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებითვე, რუსეთი ქართული არაყის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. მას უსწრებენ აზერბაიჯანი (82.4 ტონა) და ყირგიზეთი (66.9 ტონა). შემდეგ მოდიან უკრაინა (41.4 ტონა), ლიეტუვა (31.9 ტონა), აშშ (22.3 ტონა), სომხეთი (21.2 ტონა), მონღოლეთი (15.6 ტონა) და სხვა ქვეყნები.
ამასთან, როგორც tass წერს, საქართველომ რუსეთიდან არაყის იმპორტიც გაზარდა – წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში 997.3 ტონა არაყი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 3.4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, როდესაც რუსეთიდან 1.3 ათასი ტონა არაყი იყო ექსპორტირებული.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·