უკრაინაში დაღუპულ მოხალისე მებრძოლთა ჩამოსვენება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 24 მარტი, 2022. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geსაქართველო ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 16 დეკემბერს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჰააგაში დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს
„კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ან მას შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს“, – განაცხადა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის იქნება, რომლებიც კონვენციას მოაწერენ ხელს.
ოფიციალური პირები ევროპიდან, მათ შორის ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ შუფი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, 16 დეკემბერს ჰააგაში კონვენციის ხელმოწერის მიზნით შეიკრიბებიან.
This post is also available in: English
Read Next
04/12/2025 - 14:41
მაკა ბოჭორიშვილი ვენაში ეუთოს მინისტერიალს ესწრება
02/12/2025 - 14:17
დიდი ბრიტანეთის მინისტრი სტივენ დაუთი მაკა ბოჭორიშვილსა და გიორგი ზურაბაშვილს ტელეფონით ესაუბრა
17/11/2025 - 20:47
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელს სტუმრობს
15/10/2025 - 14:56
ეუთოს ფინელი თავმჯდომარე საქართველოს ესტუმრა
25/09/2025 - 18:49
მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
24/09/2025 - 19:16

8 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·