საქართველო 17 ქვეყნის მოქალაქეებს შესაბამისი პირობებით უვიზოდ შემოსვლის უფლებას ანიჭებს

3 months ago 10

„ქართული ოცნების“ მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც 17 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით შეუძლიათ.

ამ ქვეყნების სიაში შედის ავღანეთი, ბანგლადეში, განა, ეთიოპია, ერიტრეა, იემენი, კამერუნი, კოტ დ’ივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაროკო, ნიგერია, პაკისტანი, სომალი, სირია, სუდანი, ტანზანია და უგანდა.

ამ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და დარჩენას 2025 წლის 16 მაისიდან, თუ მათ აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა. ამგვარი დოკუმენტის მოქმედების ვადა არანაკლებ 1 წლისა უნდა იყოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა