საფრანგეთში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

5 hours ago 4
Irakli Kurashvili, Georgia's new Ambassador to France. Photo: MFA Georgia

ირაკლი ყურაშვილი საფრანგეთში საქართველოს ახალ ელჩად დაინიშნა. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახლა შემოღების გამო პროტესტის ნიშნად გასული წლის მაისში თანამდებობა დატოვა.

ყურაშვილი გამოცდილი კარიერული დიპლომატია. 2023 წლიდან იგი ლატვიაში საქართველოს ელჩად მუშაობდა. 2022 წლიდან 2023 წლამდე ის აწ უკვე გაუქმებულ ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს ხელმძღვანელობდა. იგი ასევე იყო საქართველოს ელჩი არგენტინაში 2018 წლიდან 2022 წლამდე, პარალელურად აკრედიტებული იყო ურუგვაიში, პარაგვაიში, ჩილეში, ეკვადორსა და ბოლივიაში. 2012-დან 2017 წლამდე იგი შვეიცარიაში ელჩის თანამდებობას იკავებდა და ასევე აკრედიტებული იყო ლიხტენშტეინში.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა