"საუკეთესო მატჩი არ გვქონია, მაგრამ მამარდაშვილი..." - ლივერპულის მწვრთნელი

1 week ago 11

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კარაბაო თასის 1/16-ფინალში „საუთჰემპტონთან“ მოგებული მატჩი (2:1) შეაფასა და გიორგი მამარდაშვილის დებიუტზეც ისაუბრა.

ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, თუმცა ბევრი დადებითი ვნახე. მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, ასევე კიეზამ და ლეონსმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ისაკმა კი პირველი გოლიც გაიტანა,“ – აღნიშნა სლოტმა.

შეგახსენებთ, ქართველმა მეკარემ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ორჯერ გადაარჩინა გუნდი და პოზიტიური შეფასებაც დაიმსახურა.

სრულად წაკითხვა