“საუბრით დავაახლოვეთ რუსეთისა და აშშ–ის პოზიციები” – კრემლი პუტინისა და უიტკოფის შეხვედრაზე

2 weeks ago 14

კრემლში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა. როგორც პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა

„საუბარმა საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო დაგვეახლოებინა რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობასაც.

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უშაკოვიც და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევიც.

სრულად წაკითხვა