“სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო” – ნიკა გვარამია

15 hours ago 2

დღეს, ტვ პირველზე ინგა გრიგოლოას საავტორო გადაცემა “რეაქციაში” მონაწილეობას აანონსებს, სოციალურ ქსელში, “ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და კონკრეტულ თემებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას:

დილიდან FB გადავიკითხე და ჩვეულებრივი მემატიანეა ჩვენი არათანმიმდევრულობის, არარაციონალური განსჯის და არცთუ კეთილსინდისიერი მიდგომების.

წუხელ ამერიკის კონგრესის ქვედა პალატამ ერთხმად დაამტკიცა უმნიშვნელოვანესი აქტი საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენების შესახებ. მეგონა, მხოლოდ ეს იქნებოდა დღეს მთავარი ამბავი და ერთიანნი ვიქნებოდით ქოცების ამ უმძიმესი მარცხით კმაყოფილებაში.

აი რა დამხვდა სინამდვილეში:

გუშინდელ დებატებზე რ2ზე რა საშინელება იყო იქ მისული ოპოზიცია და გუშინწინ წულუკიანი როგორ მოექცა იმედზე მისულ ოპოზიციას…

რისთვის/ვისთვის იღებენ კანონს უცხო ქვეყნის მოქალაქეების პატიმრობის ვადასა და მათი საპატიმრო ექსტრადიციის შესახებ…

ალიანსში არის თუ არა ნაცმოძრაობა თუ არ არის…

და მუდმივი და უკვდავი თემა: რა საშინელებაა ოპოზიცია, “ერთმანეთთან დაპირისპირება როდის უნდა დამთავრდეეეესსსს”…

სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო: სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე. თუმცა, პირველ რიგში იმაზე, თუ როგორი უმძიმესი მარცხი იწვნიეს წუხელ ქოცებმა და რა ელოდებათ კიდევ წინ“, – აანონსებს ნიკა გვარამია.

სრულად წაკითხვა