“სასიხარულოა როცა ფეხბურთელს ასეთი მეორე ნახევარი ჰყავს“- როგორია ნიცა თავაძის ცხოვრება კამერებს მიღმა

4 hours ago 2

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, მეუღლე, ნიცა თავაძე სოციალურ ქსელებში და ეკრანებზე იშვიათად ჩნდება, ნიცას არ უყვარს საჯაროობა და მის შესახებ სულ მცირედი დეტალებია ცნობილი.

ნიცამ 2022 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა დავით ტვილდიანის აახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო, თუმცა მალევე მოუწია ქვეყნის დატოვება და მომავალ მეუღლესთან ერთად იტალიაში წასვლა.

“ნიცა სამედიცინოს სტუდენტია, რომელიც ამიერიდან ნეაპოლში ცხოვრობს და სწავლას იტალიაში აგრძელებს. ნიცა მუდამ კვარას გვერდითაა. აი ასეთი გოგოა ნიცა, ხვიჩას სულ ამხნევებს და მუდამ სტადიონზეა. სასიხარულოა როცა ფეხბურთელს ასეთი მეორე ნახევარი ჰყავს და მასთან ერთად უხარია გუნდის წარმატება. ნიცას საქციელი მართლაც დასაფასებელია” – წერდა ერთ-ერთი იტალიური მედია ჯერ კიდევ მაშინ, როცა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი იყო.

ნიცას გვერდით ხშირად ჩანან მისი ოჯახის წევრები – ნიცას დედა მარიამ კაციტაძეა, რომელიც, ასევე იშვიათად ჩნდება კამერების წინ.

ნიცას ჰყავს უმშვენიერესი და, ნილა თავაძე, რომელმაც პირველი გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება გამორჩეული გარეგნობით. ნილა მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის დის გვერდითაა.

სრულად წაკითხვა