დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე ჩაინიშნა. პირველ სხდომაზე 8 პირი, ხოლო მეორე სხდომაზე 6 ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
უფრო კონკრეტულად, ერთ ეპიზოდზე საუბარია 8 პირზე: ალექსანდრე ხაბეიშვილზე, ბექა ქელეხსაშვილზე, გიორგი მუმლაძეზე, მამუკა ლაბუჩიძეზე, გურიელ ქარდავაზე, ავთანდილ სურმანიძესა და ვახტანგ ფიცხელაურზე.
ხოლო მეორე ეპიზოდთან მიმართებაში, საპროცესო შეთანხმება ფორმდება შემდეგ 6 პირთან – გიორგი ქორქიასთან, გიორგი რურუასთან, ხვიჩა გოგოხიასთან, ლევან ჯიქიასთან, ლაშა ივანაძესთან და სერგო მეგრელიშვილთან.
ცნობისთვის, გუშინ 9 ივნისს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დარბაზიდან გაათავისუფლა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი.
ესენი არიან: ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია და ევა შაშიაშვილი. ეს უკანასკნელი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და საპატიმრო 2025 წლის 31 დეკემბერს დატოვა.
ტვ პირველი

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·