სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის სასამართლო პროცესი იწყება

1 week ago 10

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის სასამართლო პროცესი იწყება.

დღეს სხდომაზე პროკურატურას ჩვენების მისაცემად მოწმე პოლიციელები ჰყავს დაბარებული – ისინი, ვისი ჩვენებების საფუძველზეც, რეჟიმი სინდისის პატიმრებს ციხეში მრავალი წლით უშვებს.

სასამართლოში შეკრებილები არიან რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები.

მორიგ სპექტაკლზე ვარ მოსული, ცრუ მოწმე რომელიც აქამდე მოვა, ვფიქრობ, რომ მოდის იმ,ისთვის, იკადროს, რაც არ გვეკადრება. ჩვენს საზოგადოებას ასეთი პოლიციელები არ ეკადარება. მაგრმ, სპექტაკლის ბოლოს ვუახლოვდებით და ჩვენ ყველა ცრუ მოწმეს ვიმახსოვრებთ”, – ამბობს ვეფხია კასრაძის ცოლი.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სრულად წაკითხვა