სასამართლომ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმრებმა დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.
დავით ლომიძემ აღნიშნა, რომ ის თავს უდანაშაულოდ გრძნობს.
ჩემი სათქმელი არის ის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიხილოს ჩვენი საქმე… მიიღოს გადაწყვეტილება ის, რაც იქნება სამართლიანი, თავს ვგრძნობ უდანაშაულოდ,” – განაცხადა ლომიძემ.
მას თემურ ზასოხაშვილის დაეთანხმა: “ანალოგიურად, მეც თავს ვთვლი უდანაშაულოდ”.
შეგახსენებთ, რომ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: “პუბლიკა”