
თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანამოაზრეს, გიორგი ბაჩიაშვილს, 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ იგი სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო.
ბაჩიაშვილი უკვე იხდის 11 წლიან პატიმრობას ივანიშვილისგან დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების გამო. თუმცა, ახალი სასჯელი უკვე არსებულმა სასჯელმა შთანთქა.
მოსამართლე ნაჭყებიამ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებისთვის 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა შოთა ქარუმაძეს, რომელმაც ბაჩიაშვილი საქართველოდან სომხეთში გადაიყვანა.
This post is also available in: English
Read Next
29/09/2025 - 19:20
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება ედებათ ბრალად
29/09/2025 - 15:02
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს „პიჯაკების საქმეზე“ 9 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა
17/09/2025 - 18:16
ელენე ხოშტარია სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს
15/09/2025 - 11:29
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს წინასწარი პატიმრობა, ზოდელავას კი გირაო შეუფარდა
03/09/2025 - 18:26
სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო
03/09/2025 - 16:32