გიორგი გულიაშვილს სარაევოში ფანტასტიკური სეზონი აქვს. ქართველ სტრაიკერს შიდა ჩემპიონატის 23 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ბოლო 5 შეხვედრა გიორგის ტრავმის გამო აქვს გამოტოვებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სარაევოს დამრიგებელმა გააკეთა, რომელიც იმედოვნებს, რომ გულიაშვილი მინდორს მალე უნდა დაუბრუნდეს.
ანალიზისთვის დრო არ გვაქვს. მხოლოდ ღმერთს ვევედრებით, რომ ჟელეზნიჩართან მატჩისთვის ყველა ჯანმრთელი იყოს. რაც შეეხება გულიაშვილს, უკვე სამი კვირა გავიდა, რაც ტრავმა მიიღო. პირველი შეფასებით, ხუთ-ექვს კვირაში უნდა დაბრუნებულიყო. იმედი მაქვს, ის გუნდს ჩემპიონატის ბოლო ტურებსა და თასის ფინალში მაინც დაეხმარება.
- თქვა ზორან ზეკიჩმა.
ბოსნიის ლიგის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი, თასის ფინალის 2-მატჩიანი დაპირისპირება კი 7 და 14 მაისს შედგება.