საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

2 days ago 2
Patriarchal Locum Tenens Shio Mujiri meets Georgian Dream Foreign Minister Maka Botchorishvili on May 1, 2026; Photo: official Facebook page of the Patriarchate of the Georgian Orthodox Church

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) 1 მაისს საქართველოს საპატრიარქოში „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

„საუბარი შეეხო საზღვარგარეთ იმ ქართულ დიასპორებთან შეხვედრებს, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით“, – განაცხადა საპატრიარქომ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოჭორიშვილის მოადგილეები, გიორგი ზურაბაშვილი და ხათუნა თოთლაძე, ასევე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა