53
სანქციების ახალი პაკეტი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს და მოსამართლეებს – ჩეხეთმა საქართველოს ხუთ მოქალაქეს შეზღუდვები დაუწესა. სანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და პროკურორი.
შეზღუდვები დაუწესდათ შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავას, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას და სახელმწიფო პროკურორ ლაშა კოტრიკაძეს.
სანქციების მიზეზი 2024-2025 წელს მიმდინარე პროევროპული აქციების დარბევებზე პასუხისმგებლობაა.
სანქციების სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ამ პირებს ეკრძალებათ ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლა და დარჩენა, ეკრძალებათ ჩეხეთის ორგანიზაციების მეშვეობით ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება ან ქვეყანაში ნებისმიერი აქტივის გაყინვა, რომელსაც ფინანსური ანალიტიკური სამსახური მართავს.