„სანქციები მეგობრობს ჩრდილს აყენებს“ - მაკა ბოჭორიშვილს ბრიტანეთის ელჩი შეხვდა 

1 month ago 8

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. ინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს პრესსამსახური.

უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ მაკა ბოჭორიშვილმა გარეთ უორდთან ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში.

დიდმა ბრიტანეთმა სხვადასხვა დროს ქართული სამართალდამცავი სისტემი არაერთ მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები. მანთ საქნცია დაუწესდათ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“. ამ მაღალჩინოსნებს შორის იყვნენ გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა