სანის სახელოსნო  – იქ, სადაც ხელოვნება გულით იქმნება …

2 months ago 14

პანდემიის დროს, როცა სამყარო გაჩერდა და სახლებში გამოვიკეტეთ, ბევრმა საკუთარ თავში ახალი ინტერესი აღმოაჩინა. მათ შორის ჩვენმა რესპოდენტმაც… მდინარის პირას ქვებს აგროვებდა და მათზე ხატავდა….  თითოეულ ქვას სიცოცხლეს სძენდა...

პროფესიით ფიზიკური თერაპევტია, თუმცა, ბავშვობიდან უყვარდა ხელოვნება, – ხატავდა, ქარგავდა და მუდამ ეძებდა თვითგამოხატვის ახალ გზებს. ჰოდა, საინტერესო ჰობის აღმოჩენამ გაახალისა, მერე სხვადასხვა ხელსაქმეც შეისწავლა და დღეს უკვე ულამაზეს, ხელნაკეთ ნივთებს ქმნის…

ასე დაიბადა „სანის სახელოსნო“ .

სანის სახელოსნოში მზდდება: სახლის დეკორაციები სხვადასხვა მასალით, თაფლის სურნელოვანი და სამკურნალო დეკორატიული სანთლები, საბავშვო ბოქსები (ბავშვების აქტივობისთვის) ასევე ულამაზესად მოხატული ქვები…

სანის სახელოსნო მხოლოდ ხელნაკეთი ნივთების სივრცე არ არის. ეს ერთგვარი პატარა ოცნების სახელოსნოცაა, რომელიც სიკეთესაც ემსახურება.

რაზეც თავად გვიამბობს.

-სახელოსნოს რატომ დაარქვი სანი?

– სანი ქვია ჩემს ფისოს, რომელიც აღარ მყავს. მინდა ჩემი საქმე სანის სახელთან იყოს დაკავშირებული, მინდა სულ იცოცხლოს. ჩემი სურვილია, სანის სახელოსნოში დამზადებული ნივთებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდეს მიუსაფარ ცხოველებს — სანის სახელით. მაქვს სხვა გეგმებიც და მექნება სხვადასხვა აქტივობები.

წარმატებებს გისურვებთ

გადადით ბმულზე და მოიწონეთ სანის სახელოსნო 

ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.

სრულად წაკითხვა