გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა თურქეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
გარდა წაგებისა, კიდევ ერთი ცუდი ამბავი ის არის, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა თამაშიდან ვილი სანიოლი გააძევა, რომელიც ბულგარეთთან შეხვედრაში სამწვრთნელო შტაბის მიღმა იქნება.
სხვათა შორის, ფიფას სანიოლისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრებაც შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ მსაჯების მიმართ გამოხატული აგრესიული პროტესტისთვის აგდებენ მწვრთნელს (რაც, სანიოლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, სწორედ ასე იყო), მას შესაძლოა 5000-დან 10 000 ევროს ფარგლებში დაეკისროს ჯარიმა, რომელსაც, როგორც წესი, ფეხბურთის ფედერაცია იხდის ხოლმე.