სანაძლეოს დავდებ, რომ მოლდოვა EU-ში სამ წელში შევა – რუმინეთის პრეზიდენტი

3 days ago 6

რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის თქმით, სწამს, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი სამ წელიწადში გახდება, რადგან ქვეყნის შიგნით ამის სურვილის არსებობასთან ერთად მას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უჭერენ მხარს.

ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა EU-ში მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად ილაპარაკა.

დანის თქმით, “სანაძლეოს დადებდა, რომ სამ წელიწადში მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება”.

“იმიტომ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, რომელსაც ქვეყანა განიცდის, რომელთაგან ყველაზე თვალსაჩინო საწვავის ფასია, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ გაზრდილი, იმ თვალნათელი პოზიციის წყალობით, რომელმაც მან რუსეთის მიმართ დაიკავა, ხელისუფლება და მოქალაქეთა უმრავლესობა ევროპულ კურსს უჭერს მხარს”. – თქვა დანმა.

რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მოლდოვა მომდევნო რამდენიმე წელიწადში “გააკეთებს ყველაფერს, რაც მასზეა დამოკიდებული, რათა ევროკავშირში შევიდეს”.

ნიკუშორ დანმა მოლდოვაში ბოლოდროინდელ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული პარტიის გამარჯვებას “აუცილებელი” უწოდა, რადგან პრორუსული ძალების გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდებოდა, როგორც საქართველოში.

“მაშინ გაწევრიანების პროცესი შეჩერდებოდა, როგორც ეს საქართველოში მოხდა”. – თქვა დანმა.

სრულად წაკითხვა