თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს – სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, სამართალდამცველებთან თავად მივიდა და დაკავება ითხოვა.
სანამ ხელბორკილებს დაადებდნენ, მექვაბიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა და თავისუფლება უსურვა სინდისის პატიმრებს.
ვფიქრობ, რომ საზოგადოება ახლა უფრო მოეგება გონს და ჩვენ გავაგრძელებთ ბძროლას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ვიცი, რომ ეს შიში გადატყდება საქართველოში და ყველანი დავდგებით ერთად თავისუფლების სადარაჯოზე. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – განაცხადა მექვაბიშვილმა.

9 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·