სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

6 hours ago 4

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს- ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ სამინისტროს შპს ,,საგანმანათლებლო რესურსები” ჯამში 45 658 840 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს თანხმობას და წინა შესყიდვის გახმობის მიზეზად შერჩეულ კომპანიას ასახელებს, რომელმაც მათი ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა.”შპს ,,საგანმანათლებლო რესურსებმა” სასკოლო ფორმების შესყიდვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაზე დავალება მიიღო 2026 წლის 1 აპრილს, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ, 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა ბაზრის კვლევა და მისი შედეგების გათვალისწინებით, 2026 წლის 29 აპრილს წარდგენილი იქნა შუამდგომლობა [გამარტივებულ შესყიდვაზე], თუმცა 2026 წლის 14 მაისს, კომპანიამ რომლის ფასის გათვალისწინებითაც იქნა წარდგენილი მიმართვა, უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე. შესაბამისად, გამოხმობილი იქნა მიმართვა [გამარტივებულ შესყიდვაზე]. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი” – ნათქვამია შესყიდვების სამინისტროზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.მანამდე, წინა გამარტივებულ შესყიდვაში სამინისტრო იგივე მომსახურებაში 44.9 მლნ ლარის გადახდას აპირებდა.

სრულად წაკითხვა