ნატროშვილი გამგეობის წევრებმა შეარჩიეს.
ლევან ნატროშვილი „სამართლიან არჩევნებში“ 2022 წლის ნოემბრიდან მუშაობს, მანამდე იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამშრომელი.
„ლევანი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი“, - წერია „სამართლიანი არჩევნების“ ფეისბუკგვერდზე.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია საქართველოში ჩატარებულ 20-ზე მეტ არჩევნებს დააკვირდა, მათ შორის ატარებს „პარალელურ დათვლებს“.